სადაზღვევო სერვისები
თითოეული ბიზნესისთვის საჭირო სერვისების ნაკრები განსხვავებულია. კონსულტაციის და აუდიტის დროს ვაანალიზებთ თქვენი რისკების პროფილს და ვქმნით ოპტიმალურ სადაზღვევო პორტფელს
ერთი კონტრაქტი, ერთი პარტნიორი - სრულად დაფარული რისკი
ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება ყველა ბიზნესისთვის
დაზღვევის შერჩევა
-
კომპანიის რისკების ანალიზი
-
არსებული დაზღვევის ხელშეკრულებების აუდიტი
-
ტექნიკური დავალების შექმნა
-
დაზღვევის შესყიდვის ტენდერის ორგანიზება
-
სადაზღვევო წინადადებების ანალიზი და რეკომენდაციები
-
დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმება
დაზღვევის მართვა
-
სადაზღვევო შემთხვევის მართვის სტანდარტის შექმნა
-
ზარალის დარეგულირების პროცესის მართვა
-
დაზღვეულის კონსულტაცია ყველა სადაზღვევო საკითხთან დაკავშირებით
-
დაზღვევის მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგი
-
სადაზღვევო ხელშეკრულების შესაბამისობის უზრუნველყოფა
დაზღვევის განვითარება
-
კომპანიის რისკების მონიტორინგი
-
ახალი სადაზღვევო დაფარვების შექმნა
-
რეკომენდაციები ბიზნესის ფინანსური მდგრადობის დასაცავად
დაზღვევის განახლება
-
დაზღვევის ვადების მონიტორინგი
-
სადაზღვევო წლის ანალიზი და შეჯამება
-
გამოვლენილი საკითხების კორექტირება და ახალი ტექნიკური დავალების შექმნა
-
სიახლეების დანერგვა და პირობების გაუმჯობესება
-
დაზღვევის შერჩევის პროცესის ორგანიზება
რატომ ჯობს ყველა სადაზღვევო პროდუქტი ერთ პარტნიორთან?
ბიზნესი ხშირად სადაზღვევო გადაწყვეტილებებს იღებს ფრაგმენტულად - ჯანმრთელობა ერთ მზღვეველთან, ქონება მეორესთან, ავტო-პარკი მესამესთან. ეს მიდგომა რამდენიმე პრობლემას ქმნის:
-
ინფორმაციის გაფანტვა - ერთი ცენტრალიზებული მხარე არ არსებობს, ყოველი ცვლილება მრავალ ადგილას უნდა გაკეთდეს.
-
გადახრა სადაზღვევო გადაფარვაში - ერთი პოლისი შეიძლება ფარავდეს იმას, რასაც მეორე უკვე ფარავს, ან, უფრო ცუდი, ორივე არ ფარავდეს იმას, რაც საჭიროა.
-
ფრანშიზის არაოპტიმალური კონფიგურაცია - პოლისებში განსხვავებული ფრანშიზები ქმნის არაეფექტურ ფინანსური ეფექტს.
-
ზარალის კომპლექსურობა - თუ ერთი მოვლენა რამდენიმე პოლისის ქვეშ ექცევა, კოორდინაცია მრავალ მზღვეველთან ლაბირინთია.
-
მართვა - ყოველ მზღვეველთან სხვადასხვა ხელშეკრულება და პოლისები რთული რუტინაა და სამართავად დამღლელია
ინფორსთან ყველა პროდუქტი ერთი ჩარჩოს ქვეშ არის - ერთი კონტაქტი, ერთი ხედვა, ერთი კოორდინატორი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პოლისი ერთ მზღვეველთან უნდა იყოს. ხშირად სხვადასხვა მზღვეველი სხვადასხვა პროდუქტში არის ძლიერი. მაგრამ მართვა ერთიანია.